გიგი გიგიაძემ იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა

28.08.2016 თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოადგილემ, გიგი გიგიაძემ იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, იტალიის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოხატა და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.
 
ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა  და დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი  მ.წ.  24 აგვისტოს, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.