გიგი გიგიაძე დანიის სამეფოსა და სან-მარინოს ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

2015 წლის 14 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ შეხვედრები გამართა დანიის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან კრისტიან დონს კრისტენსენთან (რეზიდენციით კიევი) და სან-მარინოს რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ბრუნო მარისთან (რეზიდენციით სან-მარინო). ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

გიგი გიგიაძემ კრისტიან დონს კრისტენსენსა და ბრუნო მარის მიულოცა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
 
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სამომავლო პერსპექტივები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.