გიგი გიგიაძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორს, დაფნე ბერგსმას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნიდერლანებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.  
 
განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით არსებული პროგრესი.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.