გიორგი კვირიკაშვილი: „აშშ- საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია დიდი პოტენციალი“

საქართველო ამერიკის სტრატეგიული დიალოგის პლენარული სესიის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერებას. 

„აშშ- საქართველოს ეკონომიკურ ურთიერობებს გააჩნია დიდი პოტენციალი“ -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირიკაშვილმა. მისი თქმით აშშ-საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი ხელს უწყობს ამ ძალისხმევას. „საქართველო, სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს „ჭიშკარს“, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან, კასპიის ზღვასთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ მხარეს დახმარებისთვის და მაღალი დონის მონაწილეობისთვის თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ სტრატეგიულ ინვესტიციის მნიშვნელობას განათლების სფეროში, მადლობა 140 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციისთვის „მილენიუმის" მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო გაცვლითი პროგრამები’-განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბლინკენის განცხადებით, საქართველო ბევრს აკეტებს საკუთარი გლობალური ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის. საქართველოში ჩატარდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამთავრობო და საკანონმდებლო რეფორმები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგი წარმოადგენს ორ მაგალითს თუ როგორ იყენებს საქართველო თავის შესაძლებლობას უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა. უფრო მეტიც, საქართველოს სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობას, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, ხელი შეუწყო ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გაფორმებამ’-განაცხდა ბლინეკენმა. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოყო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.