გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში 2015 წლის 16 ნოემბერს შეხვედრას გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სამუშაო საუზმეს ასევე დაესწრება ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას და ევროკომიის ანგარიშს, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება.

მინისტრები ასევე ისაუბრებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე, ვითარებაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ქ.ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში, ასევე ბელგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.