საქართელოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისა და დამოუკიდებლობის 24 წლისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართელოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის  ნეიტრალიტეტის 20 წლისა და დამოუკიდებლობის 24 წლისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

საღამოს საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დოვლეტმურატ მურატოვმა უმასპინძლა. მიღებას ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო და თურქმენეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოებია.

"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი ურთიერთობების გაღმავება და განვითარება თანამშრომლობის ყველა სფეროში. ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის ნათელი დასტურია 2014 წელს საქართველოში თურქმენეთის საელჩოს გახსნა" - აღნიშნა გიორგი კვირიკაშილმა.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთივს.

თავის მხრივ, თურქმენეთის ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ მზარდ ურთიერთოებებზე  და ხაზი გაუსვა სატრანსპორტო-ენერეგტიკულ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების უდიდეს მნიშვნელობას.