გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. 

მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზე. 
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა ოფიციალური ანკარის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს პროგრესი როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმევის შესრულების მიმდონარეობაზე, ასევე ნატო–ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის და წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით. 

აღინიშნა სამმხრივ ფორმატში (აზერბაიჯაბი, თურქეთი, საქართველო) თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული დინამიკა. 

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა სამმხრივ  შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში მოიწვია.