გიორგი კვირიკაშვილი ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 97 წლისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 97 წლისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
 
საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
 
გიორგი კვირიკაშილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს უწევს. “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლატვიის რესპუბლიკას  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
თავის მხრივ,  ედგარს რინკევიჩსმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს  უდიდეს პროგესზე სხვადასხვა სფეროში და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
 
საღამო საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრლუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მიღებას ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.