გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საქმეთა მდივნის თანაშემწეს ჯიმი კოლკერს შეხვდა

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა დეპარტამენტში, საერთაშორისო საქმეთა მდივნის თანაშემწესთან ჯიმი კოლკერთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკასა და საქართველოს შორის ჯანდაცვის სფეროში ასებულ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს.

ჯიმი კოლკერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის წარმატებულ პარტნიორობას, ამ მხრივ ჯიმი კოლკერმა გამოყო ლუგარის ლაბორატორია, რომელიც უნიკალურია რეგიონში და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. „ეს რეალური პარტნიორობის მაგალითია და ამ პროექტის განხორციელებაში ყველამ დიდი როლი ითამაშა. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში სადაც ცე ჰეპატიტის განკურნების პროგრამა ჩაეშვა, ჩვენ დიდი მონდომებით ვადევნებთ თვალს ამ პროგრამასგანაცხადა ჯიმი კოლკერმა ჟურნალისტებთან საუბარში.