გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას, ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის’ არაფორმალური დიალოგის რიგით 6-ე მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით ესტუმრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრებს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ასევე სტუმრობს აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციები ბელორუსიდან და უკრაინიდან.