გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ ვმუშაობთ, რომ აშშ-საქართველო სტრატეგიული დიალოგი ავიყვანოთ ხარისხობრივად ახალ დონეზე“

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას’-განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარუს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირების მხარდაჭერისათვის. 

„ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და „ბორდერიზაციაში“, ასევე, ე.წ. შეთანხმებების გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი’-გგანაცხდა მინისტრმა.
მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ, ამის საშუალებას კი მისი განცხადებით იძლევა სტრატეგიული ქარტიის ოთხივე მიმართულება, რაც სრულყოფილად მოიცავს სტრატეგიული თანამსდრომლობის ყველა არეალს. 

„მინდა განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ნატო-ში ინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით’-აღნიშნა მინისტრმა. 
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გაგარძელოს საკუტარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „მე მსურს კვლავ დავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის.’-აღნიშნა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა აშშ-ს განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტიკცების პროცესში. „ეფექტური რეფორმების განხორციელებით ჩვენ მივაღწიეთ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, უფრო ტრანსპარენტულ და ეფექტიან მმართველობას, მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.