გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო- მინისტერიალის ფარგლებში 2015 წლის 4 დეკემბერს შეხვედრები გამართა ფინეთის, მალტის, ანდორას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე  საგარეო საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან

მინისტრმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასოცირების დღის წესრიგზევიზალიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე. შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასსაგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ 

მალტის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯორჯ ველასთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. აღინიშნა დიპლომატიური სწავლების მიმართულებით მალტის უნივერსიტეტის ხმელთაშუაზღვის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება.   

ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე  მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების მიმართულებით. ანდორას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟილბერტ საბოია სუნიემ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების ეტაპზეა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება. მინისტრებმა ასევე დიდი ინტერესი გამოხატეს ტურიზმისა და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ბიზნეს კავშირების ხელშეწყობის თვალსაზრისით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქმიანი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას

საგარეო საქმეთა საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესპანეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობაყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივების განხილვას.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინის. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით აღინიშნა FINPRO-სა და საქართველოს  სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმირაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ინვესტიციების განხორციელებას

გიორგი კვირიკაშვილმა ბელგრადში ეუთო- მინისტერიალში 3-4 დეკემბერს მიიღო მონაწილეობა