გიორგი კვირიკაშვილმა ვილნიუსში საქართველოს დიპლომატიური მისიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვილნიუსში საქართველოს საელჩოს ეწვია.  გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატიური მისიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს მინისტრი ასევე  ესაუბრა საგარეო უწყების საქმიანობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმების შესახებ.