გიორგი კვირიკაშვილმა ნატალია გერმანს უმასპინძლა

25 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას, ნატალია გერმანს საქმიან ვახშამზე უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები.

მოლდოვეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატალია გერმანი საქართველოში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.