დავით დონდუამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა დღეს საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს ესტუმრა. დავით დონდუამ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ისრაელის მეხუთე პრეზიდენტის იცხაკ ნავონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოხატა და ისრაელის სახელმწიფოს თანაგრძნობა გამოუცხადა.