დავით დონდუას შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელ გერნოტ ერლერთან

2016 წლის 2 ივნისს, ბერლინში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელ გერნოტ ერლერთან.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგადად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციაზე. აღინიშნა გერმანიის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით როგორც ორმხრივ, ისე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტთან და ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '14409')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.