დავით ზალკალიანის შეხვედრა ნილს სკოტთან

24.01.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ის ინიციატივები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.