დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სიმონე ვოლკენთან.

28.12.2016 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულ წარმომადგენელთან, სიმონე ვოლკენთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისაუბრეს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენლობის მნიშვნელოვან საქმიანობაზე, კონკრეტულ შედეგებზე და მიღწევებზე, ასევე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა  გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულ წარმომადგენელს ბოლო 6 წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისათვის და უსურვა წარმატებები.