დავით ჯალაღანიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრა. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოხატა ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.​