დავით ჯალაღანიამ კორეის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრა. მინისტრის მოადგილემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა კორეის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, კიმ იუნგ-სემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

დავით ჯალაღანიამ ღრმა მწუხარება გამოხატა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.