დავით ჯალაღანია ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 3 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა ჩინური კომპანიის „China Machinery Engineering Corporation“ წარმომადგენლებს.
 
ბიზნესმენთა ჯგუფი საქართველოს საქმიანი ვიზიტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში სტუმრობს.
 
„China Machinery Engineering Corporation“ წარმოადგენს სახელმწიფო კომპანიას და საქმიანობს ენერგეტიკის, სამშენებლო და სხვა სექტორებში. საქართველოში კომპანია დაინტერესებულია ენერგეტიკულ სექტორში არსებულ პროექტებში მონაწილეობით.
 
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიესალმა ჩინური მხარის დაინტერესებას საქართველოთი. დავით ჯალაღანიამ მიმოიხილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები და გამოთქვა ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი.