დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ლიტვაში ქ. კაუნასში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი.

ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე გამოიფინა საქართველოს გიგანტური დროშა. ფრანების ფესტივალის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული ფრანები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო ფოტოგამოფენა „50 ქალი საქართველოდან“ ლიტვის ფოტოხელოვანთა კავშირის გალერეაში.

7 ივნისს, ლიტვაში საქართველოს საელჩო  ასევე აწყობს  საზეიმო მიღებას, სადაც კონცერტს გამართავენ „ქართული ხმები“, ანსამბლი „რუსთავი“ და „ქარვის კვარტეტი“. ამასთან, გაიმართება ქართული პროდუქციის გამოფენა და მოეწყობა ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია.