დიპლომატიური ტურის მონაწილეები აჭარაში იმყოფებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე “დიპლომატიური ტურის” მონაწილეები აჭარაში იმყოფებიან. ელჩებმა ბათუმში რკინიგზით, სპეციალურად “დიპლომატიური ტურისთვის” გამოყოფილი მატარებლით იმგზავრეს. ბათუმში სპეციალურად ტურის მონაწილეებისათვის კონფერენცია გაიმართა, სადაც 75-მდე ქვეყნის დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდეს როგორც მთლინად ქვეყნის, ასევე კონკრეტულად აჭარის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. ელჩებისთვის პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოწორიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თორნიკე ზირექიშვილმა. კონფერენციაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რის შმდეგაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა პრეზენტაცია აჭარის რეგიონის თაობაზე. კონფერენციის დასასრულს სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია “ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015”-ის შსახებ, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.
“დიპლომატიური ტურის” ფარგლებში ელჩებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მის მუშაობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქმედი რეგულაციების შესახებ და მოახდინეს საბჟო შემოწმების პროცესში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება. 
“დილპომატიური ტურის” მონაწილეებმა ბათუმის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს. მოინახულეს გონიოს ციხე, სადაც უცხოელ დიპლომატებს საშუალება ქონდათ სპეცუალური თეატრალური დადგმის მეშვეობით გაცნობოდნენ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას. 
დიპლომატიური ტურის პირველი დღე პიაცას მოედენაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის სახელით გამართული მიღებით დასრულდა. 
“დიპლომატუირი ტური 2015” 23-26 მაისს იმართება. ტურში მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და 22 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი. საგარეო საქმეთა სამინისტროსტან ერთად დიპლომატიური ტურის თანაორგანიზატორეი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია.