დუბლინის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქართული დროშები აღმართეს

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 25 – 30 მაისს დუბლინის ცენტრში  საქართველოს დროშები იქნება გამოფენილი.

30 მაისს საქართველოს საელჩო ირლანდიაში ასევე გამართავს საზეიმო მიღებას, სადაც „ქართული ხმების“ და ირლანდიელი მომღერლის ჯეკ ლუკმანის კონცერტი გაიმართება.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დღეს დუბლინის ქალაქის მერიაში, საქართველოს შესახებ   ფოტოგამოფენა „Welcome to Georgia“  და ქართული სიმღერის კონცერტი ჩატარდა. ზემოთხსენებული ექსპოზიცია  „Welcome to Georgia“  გადაინაცვლებს დუბლინის ქალაქის საბჭოში  სადაც 3 ივნისამდე დარჩება.