დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება

3  ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება.  ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წლის 1 ნოემბერს, პრეზიდენტის N477 ბრძანებულების საფუძველზე  დაწესდა და  ცნობილი  ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის  სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და მადლობას უხდის მათ ქვეყნის სამსახურისა  და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
 
დღევანდელ წინააღმდეგობებითა და ცვლილებებით აღსავსე მსოფლიოში, დიპლომატების ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს  იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი საგარეო პირობები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ეკონომიკური წინსვლისა და  თითოეული მოქალაქის ინტერსების დაცვისთვის.  
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ულოცავს დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს და მათ წარმატებასა და ქვეყნის მრავალწლიანი დიპლომატიური ტრადიციების დაცვასა და ერთგულებას უსურვებს.