ევროკავშირის განცხადება საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებული მოვლენების შესახებ

ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვამ საქართველოს რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ  დაძაბულობა გამოიწვია, რამაც შესაძლოა პოტენციურად უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ცხოვრების პირობებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე.

თავიდან არის აცილებული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა მიჩნეულ იქნას პროვოკაციულად,  ასევე ქმედებები, რომლებიც აფერხებს ვითარების სტაბილიზაციის მცდელობებს კონფლიქტის გადაწყვეტისა და  რეგონული სტაბილურობისთვის ხელსაყრელ ატომსფეროში.
 
ევროკავშირი და სადამკვირვებლო მისია (EUMM) ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. მხარეებს  მოვუწოდებთ გამოიჩინონ თავშეკავება და  დაძაბულობის განსამუხტად გამოიყენონ არსებული მექანიზმები, კერძოდ, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი.
 
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.