ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიის ვიზიტი საქართველოში

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, ა.წ. 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი,  თბილისს ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი  მისია, რომლის მიზანს წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება. მისიები მოიცავს შემდეგ ოთხ მიმართულებას: მიგრაცია, თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
 
ექსპერტთა შეხვედრები ძირითადად გაიმართება საქართველოს იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა,  შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებში და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  აპარატში სხვა კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით.
                                                                                         
ექსპერტთა შემფასებელი მისიების შედეგების საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს მე-4 ანგარიშს აღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ  მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.