ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

ა.წ. 30 ნოემბერი - 2 დეკემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული მდგომარეობის, ქვეყანაში მიმდინარე და გატარებული რეფორმების გაცნობა; ასევე, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობა.

ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სამოქალაქო საზოგადობის, ბიზნეს წრეების და საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან; ასევე, 2 დეკემბერს მოინახულებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საველე ოფისებს მცხეთაში და ზუგდიდში, საოკუპაციის ხაზს და იძულებით გადაადგილებული პირების კომპაქტურ დასახლებებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.