ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ეწვია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ეწვია, სადაც მოინახულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიიღო ინფორმაცია ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთში ასევე დაათვალიერა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია.