ევროკომისია საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

3 მილიონი ევრო გამოიყოფა ევრო კომისიის მიერ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის. 
ევრო კომისია ასევე გამოყოფს დამატებით €400 000 ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის. ეს ფონდი განკუთვნილია წითელი ჯვარის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული ტვირთით და საყოფაცხოვრებო ნივთებით მომარაგებისთვის. 
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის განცხადებით ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მზად არის დაეხმაროს თბილისის დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აშენებასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასავრუნებლად. „ეს კონტრიბუცია ჩვენი სოლიდარობის ნიშანია მათთვის ვინც დაზარალდა ამ კატასტროფით“-აცხადებს ჰანი. 
ჰუმანიტარულ საკითებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასის განცხადებით, წყალდიდობამ თბილისი მრავალი ოჯახი დააზარალა. ეს ჰუმანიტარული დახმარება მათ პირველადი საჭიროებისთვის არის განკუთვნილი და მათ ამ განგაშის პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.