ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მუჟნიეკსის ვიზიტი საქართველოში

2015 წლის 9-13  ნოემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბატონი ნილს მუჟნიეკსი.
 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებისა და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
 
ასევე გაიმართება შეხვედრები სახალხო დამცველთან და  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
 
აღნიშნული ვიზიტის შედეგად კომისარი პრეს-რელიზს მოამზადებს.