ესპანეთის სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დაასრულა

2015 წლის 28 ივლისს ესპანეთის სამეფომ  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დასრულდა.

2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, კონგრესმა შეთანხმების ავტორიზაცია მოახდინა. 2015 წლის 27 მაისს შეთანხმების რატიფიცირება სენატში განხორციელდა. რატიფიცირების პროცესი ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. 2015 წლის 28 ივლისს შეთანხმება ოფიციალურად ეცნობა ბრიუსელს.