ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინიტრი თბილისშია

ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო საქართველოს ეწვია.

28-29 თებერვალს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, დღესვე ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II–ს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოინახულებს სამების საკათედრო ტაძარს, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.