ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველო დატოვა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. კოლეგა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეუად მეგობრული ურთიერთობა და გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ მაღალი დონის ვიზტების არსებული დინამიკა. მარინა კალიურანდმა ქართვლი კოლეგა ესტონეთში მიიწვია და მადლობა გადაუხადა საქართველოში მასპინძლობისთვის.