ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა, 2015 წლის 2 ნოემბერს, წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლება მოინახულეს, სადაც გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.

მუდმივი წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ხურვალეთში. მათ ადგილზე შეაფასეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარულ ვითარება, პირადად გაესაუბრნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და მათგან მიიღეს ინფორმაცია არსებული პრობლემების თაობაზე.