ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა მონტენეგროსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

გიორგი კვირიკაშვილმა იგორ ლუშიცს მოულოცა მონტენეგროსთან დაკავშირებით ნატო-ს გადაწყვეტილება და მადლობა გადაუხადა კოლეგას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შემდგომ თანამშრომლობაზე. შეთანხმდნენ, რომ გააქტიურდეს მუშაობა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროდ განიხილება ასევე ტურიზმი და ხალხთაშორისი ურთიერთობები.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა. აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებობს დიდი პოტენციალი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. კარლ ელუავიცმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ეწვიოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად.