ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს შეხვდა.
 
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და პრიორიტეტები, ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარება და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები.
 
ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე. 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.