ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

​ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენატორებს ტომ კოტონსა და ჯეფრი სეშენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენტორებს მრავალ სტრატეგიულ საკითხში საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა მათი განსაკუთრებული წვლილი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.