ვორცლავის გლობალურ ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ვროცლავის გლობალურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორთან, აშშ-ს სენატის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან ჯინ შაჰინთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ამერიკისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქარველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, მათ შორის განიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამერიკელმა სენატორმა კიდევე ერთხელ დადასტურა შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ჰერბტს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოა და არსებულ გამოწვევებზე.

ვროცლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოველ და პოლონელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი ფოკუსი წელს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია.