თამარ ბერუჩაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს, საბაჰ ალ-ხალედ ალ-საბაჰს შეხვდა.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუვეითის განვითარების ფონდთან თანამშრომლობას და პრიორიტეტულ პროექტებზე მუშაობას.
 
ქუვეითის მხარემ გამოხატა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და    ყურისა და არაბთა ლიგის ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.  
 
საქართველოსა და ქუვეითის საგარეო მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქუვეითის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.    
 
თამარ ბერუჩაშვილმა თავისი კოლეგა საქართველოში მოიწვია. აღინიშნა, რომ ამ  ვიზიტის დროს გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.