თამარ ბერუჩაშვილი:„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია“

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 19 თებერვალს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით ქვეყნის ევოპული და ევრო-ატლანტიკური  მისწრაფება ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს და ურყევ ნებას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე.
 
„საქართველოსთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და ის ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას.
 
რეალურად ამ საკითხების გადაწყვეტა, შეთანხმება და პროგრესი ამ მიმართულებით,  არის შეთანხმება საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის.
 
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.
 
საქმეები, რეფორმები, კონკრეტული ნაბიჯები იქნება ის პასუხი სკეპტიკოსების შეკითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის. მკაფიოდ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს“-განაცხადა ბერუჩაშვილმა.