თბილისის საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისათვის: ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები

2015 წლის 24-25 თებერვალს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანაორგანიზებითა და  შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისათვის: „ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები .
 
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე ქართველი და უცხოელი  ოფიციალური პირები და ექსპერტები. თბილისის კონფერენციის შედეგების წარდგენა მოხდება „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე“, რომელიც ჩატარდება 2015 წლის მაისში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ ბინაში.  

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

2015 წლის 24 თებერვალი

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი