თბილისში ირლანდიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

2015 წლის 17 მარტს თბილისში ირლანდიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა. თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობა წმ. პატრკის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ მწვანედ განათდა. საზეიმო ღონისძიება ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას მიეძღვნა.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილიმ ქ.თბილისის მერი, დავით ნარმანია, ქ.თბილისის საკრებულოს თაბმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ირლანდიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები, საქართველოში აშშ-ს ელჩი, როჩარდ ნორლანდი, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს ქ.თბილისის მერმა მიმართა. დავით ნარმანიამ ირლანდიელ ხალხს და ქ.დუბლინის ხელმძღვანელობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მან ხაზი გაუსვა დუბლინსა და თბილისს შორის დაწყებულ მეგობრობას და სამომავლოდ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას.

საკრებულოს შენობის წინ შეკრებილ საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმნენ ქ.დუბლინის მერი კრისტი ბურკი და ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პატ ბრინი.
წმ. პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საკრებულოს შენობა სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით სიმბოლურად გაანათეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, ქ.თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აშშ-ს ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. 

აღნიშნული ღონისძიებით თბილისი ირლანდიის მთავრობის მიერ ინიცირებულ გლობალურ აქციას “Global Greening”-ს შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე - წმ.პატრიკის დღეს, მსოფლოს სხვადსახვა ქალაქებში არსებული ღირშესანიშნაობები მწვანედ  ნათდება. როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს აქცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დამეგობრებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

„Global Greening”-ის აქციაში თბილისის ჩართვის გადაწყვეტილება დუბლინში ქალაქის მერის დავით ნარმანიას ვიზიტის დროს გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ "Tourism Ireland" საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდა.  2015 წლის სიაში რომის კოლიზეუმსა და პარიზის მონმარტრის უბანში მდებარე საკრე-კიორის ბაზილიკასთან ერთად,  პირველად მოხვდა თბილისი, სადაც 17 მარტს მწვანე ფერით განათდება თავისუფლების მოედანზე მდებარე საკრებულოს შენობა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს საქართველოს და თბილისს ეწვიონ.  აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა - თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.

ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე  მსოფლიო ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის მთავრობის ინიციატივითხორციელდება. როგორც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოა.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი