თბილისში შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

2 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გაიხსნა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების მე-8 საერთაშორისო ფორუმი (Black Sea NGO Forum), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ. ფორუმი მიეძღვნა შავი ზღვის ქვეყნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების თემატური და სექტორული თანამშრომლობის სტრატეგიული  დაგეგმვის საკითხებს.
 
ღონისძიების ფარგლებში ფორუმის მონაწილეებს ვიდეო გამოსვლით მიმართა გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგე მაგერუმ და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურმა მდივანმა  მახალის ხრისტიდისმა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გიგი გიგიაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მან ისაუბრა საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პრიორიტეტულობაზე. დამატებით აღინიშნა, რომ შავი ზღვის ქვეყნების სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.