„არ მგონია ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ მედიის თავისუფლების საკითხში რაიმე ტიპის კონტროლი ხორციელდება საქართველოში“

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მედიის თავისუფლების საკითხში არის ძალზედ მტკიცე და ურყევი. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის ძალიან მტკიცე პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე გავაცნოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მყარი პოზიცია სასამართლოში ჩაურევლობასთან დაკავშირებით“-აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით აუცილებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ისეთ საკითხთან  მიმართებაში იქნება გადადგმული, რაც დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს და  მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, იქნას მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართული.

„სასამართლო პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ალბათ შესაძლოა წარიმართოს კიდევ უფრო გამჭვირვალედ, რათა ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება არსებობდეს პროცესშივე იქნას პასუხ გაცემული. ასევე ვფიქრობ, რომ, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ე.წ. გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საბოლოო შედეგი სასამართლო პროცესის, უპრიანი იქნებოდა, რომ მოდავე მხარეებმა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ, რათა მაქსიმალურად ნეიტრალური და პროფესიულად დაკომპლექტებული საბჭო იქნას შერჩეული, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას. ხაზს ვუსვამ, დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არ არის, რომ კერძო მედია კომპანიების პოზიციების და სარედაქციო პოლიტიკის ობიექტურობა უზრუნველვყოთ. ხაზს ვუსვამ, რომ  ეს საბჭო სწორედ იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ უზრუნველყოს მედია კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და არა ობიექტურობა.

მე მგონია, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ გაფანტულიყო ყველანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის რაიმე ტიპის მცდელობა მთავრობის მხრიდან, რომ რაიმე სახის კონტროლი განახორციელოს მედიასაშუალებაზე“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მინისტრის შეფასებით საქართველოში მოქმედი მედია კომპანიების სარედაქციო პოლიტიკა არ იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ ქვეყანაში მედია გარემოზე კონტროლი ხორციელდება და ამას მოწმობს ბოლო პერიოდში არსებული არაერთი საერთაშორისო შეფასება.

„თუ გადახედავთ მედია გარემოს და სხვადასხვა მედია კომპანიების სარედაქციო პოლიტიკას, არ მგონია, რომ ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ტიპის კონტროლი ხორციელდებოდეს საქართველოში. ამას ასევე მოწმობს არაერთი საერთაშორისო შეფასება. ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ დინამიკაში თუ შევაფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ პროგრესი არის აბსოლუტურად აშკარა და ყველა ადამიანი, რომელიც ობიექტურად შეხედავს ამას, ამ პროგრესს აუცილებლად დააფიქსირებს“- დასძინა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ასევე მოდავე მხარეების მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს პროცესის მეტი გამჭირვალობა და მეტი კონსტრუქტიულობა.





 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.