ინფორმაციას საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ აპოსტილის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ წინააღმდეგობის გაუქმების თაობაზე

საბერძნეთის რესპუბლიკამ გააუქმა თავისი წინააღმდეგობა საქართველოს მიერ ჰააგის 1961წლის 5 ოქტომბრის აპოსტილის კონვენციასთან მიერთების თაობაზე. როგორც კონვენციის დეპოზიტარის - ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული,აპოსტილის კონვენცია საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა 2015 წლის 17 დეკემბერს.
 
აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია საბერძნეთის რესპუბლიკაში წამსვლელი ან იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების საბერძნეთის ოფიციალურ ორგანოებში წარდგენის მიზნით ლეგალიზაციის რამდენიმე ეტაპიანი პროცედურის ნაცვლად საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი მოქმედება - შესაბამისი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (დოკუმენტების შინაარსის მიხედვით). ამასთან, აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისთვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურში, რაც ჩვენს მოქალაქეებს თავიდან ააცილებს დამატებით ბიუროკრატიულ პროცედურებს, დაზოგავს მათ დროსა და მატერიალურ რესურსებს.