ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 12 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორთან ნილს სკოტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის საქმიანობა და მადლიერება გამოხატა ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისათვის. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გაერო-ს განვითარების პროგრამის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია ნდობის აღდგენისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისაკენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

2015 წლის 12 თებერვალი
პრესისა და კომუნიკაციის  დეპარტამენტი