ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მიერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2016 წლის 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ  სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება უკანასკნელ დღეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. 

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

დაგემილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი მის სომეხ კოლეგასთან.