ყატარის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2015 წლის 29 ივლისს საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ყატარის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და განიხილეს ორ ქვეყანას შორის შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივები. მინისტრის მოადგილემ ყატარის სახელმწიფოს ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავლ საქმიანობაში.