ირალანდიელი პარლამენტარები საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის  თავმჯდომარე, პატ ბრინი, კომიტეტის წევრები ერიკ ბერნი და ნოელ მერფი 2015 წლის 3 ივლისს საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ. ირლანდიელმა პარლამენტარებმა სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მავთულხლართების გავლების შედეგად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ირლანდიელი პარლამენტარების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის  წევრები თბილისს 2 ივლისს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.